ჩვენს შესახებ ღონისძიებები ფოტო გალერეა ვიდეო სიახლეები სტატიები კონტაქტები თვითშეფასება
  შ.პ.ს.   ,,თაობა XXI"
სკოლა "თაობა XXI" 2001 წლის სექტემბერში დაარსდა. დავდაპირველად სულ რამდენიმე მოსწავლე უჯდა მერხს, მაგრამ თანდათანობით, სკოლა გაიზარდა, ავტორიტეტი და სახელი შეიძინა და ქალაქის საგანმანეთლებლო სივრცეში თავისი გამორჩეული სიტყვა ბევრჯერ თქვა.
სკოლის დამაარსებელი, ბატონი ომარ მიქელაძე, მეცნიერებათ დოქტორია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თვისი რეფორმატორული იდეებით. სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა და დაინერგა ქალაქის მასშტაბით პირველად ჩვენს სკოლაში საგნობრივი კათედრები, ხარისხის მართვის სამსახური.იგი ყოველთვის  დიდი ენთუზიაზმით  ეკიდებოდა  მოსწავლეთა თვითმმართველობის იდეას და აქტიურად თანამშრომლობდა ბავშვებთან, რადგან მისი უმთავრესი და უპირატესი მიზანი ყოველთვის იყო მოსწავლეების მაღალხარისხოვანი თანამედროვე განათლების უზრუნველყოფა და  მათი  ინტელექტუალური  პოტენციალის  მაქსიმალურად  გამოვლენისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
სკოლაში შექმნილია ყოველმხრივ უსაფრთხო და დაცული გარემო, აქ ყველნაირი პირობაა იმისათვის, რომ მოსწავლეები აღიზარდონ ეროვნულ ფასეულობებით გამსჭვალულ, ინტელექტუალურ, მაღალი ზნეობის  მოქალაქეებად.
სკოლა აღჭურვილია თანამედროვე სწავლებისათვის საჭირო და აუცილებელი ყველა ტექნოლოგიით (კომპიუტერებით, ინტერნეტით, პროექტორით, ვიდეოკამერით და სხვა) მოსწავლეთა განკარგულებაშია სააქტო და სპორტული დარბაზი, სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები , ბიბლიოთეკა და სხვა...
აქ ყველა საგანი გაღრმავებულად ისწავლება,  რაც ხელს უწყობს მოსწავლეების სწორი  მსოფლმხედველობის  ჩამოყალიბებასა და  ერუდიციის  ამაღლებას, განაპირობებს მათ ხარისხიან განათლებას. სკოლაში განსაკუტრებული ყურადრება ექცევა მოსწავლეთა კულტურულ- ესთეტიკურ აღრზდას. ეწყობა სასწავლო- სამეცნიეო   კონფერენციები, დებატები, დისკუსიები, სპორტული შეჯიბრებები, ინტელექტუალური თამაშები,  შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან. მოსწავლეები და მასწავლებლები ხშირად  ხვდებიან ერთმანეთს სკოლის" ლიტერატურულ  კაფეში", ტრადიციულად,  თვითმმართველობისა და  დირექციის  ხელშეწყობით ეწყობა საქველმოქმედო  საღამოები  მოხუცებულთა სახლში, ყოველწლიურად გამოდის სასკოლო გაზეთი. 
 გამოცდილ მასწავლებელთა  გუნდითა და უახლესი აპრობირებული სწავლების მეთოდებით ჩვენს სკოლაში უზრუნველყოფილია საატესტატო და ეროვნულ გამოცდებში მოსწავლეთა უთუო წარმატება. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები - სწორედ სკოლაში მიღებული ცოდნით, წარჩინებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს და არიან წარმატებული სტუდენტები.
სკოლა  "თაობა XXI" სამსაფეხურიანია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უცხო ენების სწავლებას.   თურქული- VII,VIII კლასებში, გერმანულის სწავლება იწყება III კლასიდან და გრძელდება VI კლასამდე,    დაწყებით კლასებში  ( I-II) კვირაში ერთხელ მუშაობს ზღაპრის კლუბი. სკოლას ემსახურება ფსიქოლოგი, ექიმი, უსაფრთოეების მენეჯერი. ბავშვებს მაინც განსაკუთრებულად მოსწონთ და უყვართ ცეკვის წრეში სიარული, სადაც მათ  გამოცდილი პედაგოგი აზიარებს  ქართული ხალხური ცეკვების ხელოვნებას.
სწავლის ხარისხის დადგენის, ამაღლებისა და დინამიკაში გაანალიზების მიზნით, ყოველი თვის ბოლოს V-XII კლასებში ტარდება დიფერენცირებული ჩათვლები, სასწავლო წლის ბოლოს კი 8 ძირითად საგანში ტარდება ზეპირი გამოცდები.
კლასში შექმნილია თავისუფალი შემოქმედებითი გარემო. აქცენტი კეთდება ცოდნის ხარისხზე. სწავლის პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებზე. გამოიყენება ინოვაციური მეთოდები: ჯგუფურ, ინდივიდუალურ პროექტებზე სისტემატური მუშაობა, ცოდნის ხარისხზე ორიენტირებული ინტეგრირებული გაკვეთილები, ლაბორატორიული სამუშაოები და ტექნოლოგიების გამოყენება.სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ აღსაზრდელებს მიეცათ საშუალება სწორად აირჩიონ თვიანთი მომავალი განვითარების გზა, რომ ისინი აქტიური და წარმატებული ადამიანები იყვნენ, როგორც უმაღლეს სასწავლებელში, ისე მომავალ შრომის საქმიანობაში. 
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათი თვალსწიერის გაფართოებას. ამ მიზნით მრავალი ღონისძიება ხორციელდება. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობენ ქალაქის კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან: ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან და ხშირად აწყობენ ერთობლივ ღონისძიებებს. მოსწავლეთა აქტიურ, გემოვნებიან და კარგ მკითხვეად ჩამოყალიბებასა და მათში საამისოდ საჭირო უნარ-ჩვევათა განვითარება. განსაკუთრებულად წელიწადში ორჯერ ტარდება ესეების კონკურსი, სადაც მოსწავლეები თავიანთ ნააზრევ-ნაფიქრალს აფიქსირებენ მათთვის საინტერესო სხვადასხვა აქტუალურ და საჭირბოროტო თემებზე.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლა აქტიურადაა ჩართული  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული გამოცდების ცენტრისა თუ სხვა ორგანიზაციათა საგანმანათლებლო პროგრამებში (მათემეტიკისა და საბუნებუისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევა (TIMSS),მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA)
სკოლამ, ერთ-ერთმა პირველმა ქალაქის მასშტაბით, მოაწყო აქციები: " არა-იარაღს! დიახ- წიგნს!"   "არა- დედის გინებას, არა- უღირსობას "! რომელიც გაშუქდა  ქართული მედიის მიერ.
ყოველი წლის ბოლოს,  წარმატებული მოსწავლე და მისი მშობელი ჯილდოვდება  საპატიო სიგელებითა და  სამახსოვრო საჩუქრებით.




სკოლის მისია
ხელმძღვანელობს რა ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტიტებული სასწავლო  გარემოს შექმნას. ამიტომ იგი პრიორიტეტად მიიჩნევს მოსწავლეთათვის იმ კომპონენტების განვითარებას, რომლებიც მის სასწავლო, პიროვნულ, ცხოვრებისეულ წარმატებას უზრუნველყოფენ. სწავლა-სწავლებისადმი თანამედროვე მდგომარეობს შესაბამისად მოსწავლის ინტელექტუალური, პიროვნული, მოქლალაქეობრივი განვითარება სასწავლო პროცესის უმთავრესი მიზანია და ამიტომაც სკოლა მიზნად ისახავს მოსწავლეებს შეუქმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი,  თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის, განუვითაროს მოსწავლეებს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, მისცეს საჭირო ცოდნა-განათლება; გაუძლიეროს ჯანსაღი ცხოვრებისადმი ინტერესი; ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გაცნობიერებაში. ამასთანავე, სკოლა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მოღწევების ეფექტიანად დაუფლება-გამოყენებაში, ინფორმაციის მოპოვება - დამუსავებასა და ანალიზში. ასევე ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს მოსწავლეებში უცხო ენების მაღალი, თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად დაუფლების საქმეს. სკოლის უმთავრეს ამოცანას შეადგენს ყველა ღონისძიება მიმართოს მოსწავლეებში ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გასააზრებლად, ბუნებრივი გარემო პიროების შენარჩუნებისა და  დაცვის აუცილებლობის, გაგებისა და შემეცნებისათვის. სკოლაში წარმართულმა საწავლო- სააღმზრდელო პროცესმა მოსწავლეებს უნდა ჩამოუყალიბოს და განუვითაროს საკუთარი, დამოუკიდებელი, სწორი გადაწყვეტილებების მიღების  უნარ-ჩვევები, განუვითაროს მოთხოვნილებანი საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარებისა და მათი მაქსიმალური რეალიზებისათვის. აგრეთვე უზრუნველყოს საზოგადოების მომავალ წევრებს გამოუმუშაოს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი აღზრდილები იყვნენ შემოქმედნი, კანონმორჩილნი და ტოლერანტი მოქალაქენი.
 
                                               შ.პ.ს.     ,,თაობა XXI"-ს
                                                    პედაგოგიური კოლექტივი


1. ომარ მიქელაძე- დირექტორი
2. ქეთევან კარანაძე- მოადგილე (გერმანული ენა)
3.ქეთევან კვაჭაძე- ქართული ენა / ლიტერატურა
4. ირმა თავდიშვილი- ქართული ენა / ლიტერატურა
5.ნინო ჩხაიძე- ინგლისური ენა / ლიტერატურა
6. ირმა ლომთათიძე- ინგლისური ენა
7. ლელა ვარშანიძე - თურქული ენა
8. ირინა ნაკაშიძე- რუსული ენა
9. რომან ანანიძე- მატემატიკა
10.ლევან ნიგალიძე- მათემატიკა
11.შორენა გურგენიძე- მათემატიკა
12. ლელა თვალაძე - მათემატიკა
13.ხესპი ღომიძე - ფიზიკა
14. მარინა კალანდაძე - ქიმია , ბიოლოგია
15. ვაჟა ცენტერაძე - ისტორია, გეოგრაფია
16. ნარგიზ ლორთქიფანიძე-ბუნება
17.თამარ ფარტენაძე-ისტორია
18.მზია მიქელაძე- დაწყებითი
19. თეონა თურმანიძე- ინგლისური ენა
20 ნატალია კრილოვა- ხელოვნება
21. თამთა ჩხარტიშვილი- ხელოვნება, ი.ს.ტ
22.გიორბელიძე მაია-მუსიკა
23.ვახტანგ ანთიძე-სპორტი
24.ნინო კეკელიძე- ჭადრაკი
25.ავალიანი ზებურ- ეკონომიკა
26. ნინო დევაძე - ფსიქოლოგი
27. ირმა თვალაძე - ქართული ენა/ ლიტერატურა
28. მაკა ფუტკარაძე - მუსიკა
29. მამუკა მარაქველიძე - უსაფრთხოების მენეჯერი


 
ჩვენი მისამართია: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. 30 ა.  საკონტაქტო ტელ: 24 06 08.   593 30 06 08
სიახლეები
განცხადება
სკოლა-ლიცეუმი თ ა ო ბ ა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას II-XII კლასების ჩათვლით.  განცხადებები მიიღება ყოველ დღე: შაბათ-კვირის გარდა  11:00- 15:00 სთ.  მისამართი: შერიფ ხიმშიაშვილის 30ა (ახალი ბულვარის ბოლო) ტელ: 593 300 608; 577 796 176.
ვაკანსია
ყურადღება!  სკოლა-ლიცეუმი "თაობა XXI" აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლის პოზიციაზე შემდეგ საგნებში: 1. ქართული ენა ლიტარეტურა; 2. მათემატიკა 3. დაწყებითი  4.გერმანული ენა 5. ინგლისური ენა 6.რუსული ენა
დასრულდა 2015-2016 სასწავლო წელი
მხიარული, მრავალფეროვანი, მუსიკალურ-თეატრალიზებული წარმოდგენით შეხვდნენ სკოლის III და IV კლასის მოსწავლეები საზაფხულო არდადეგების დაწყებას. III კლასის პატარა მსახიობებმა „რწყილი და ჭიანჭველას“ გმირები გააცოცხლეს სკოლის დარბ